LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობოტი ძაღლი პოლიციას დამნაშავის დაჭერაში დაეხმარა

127
image

ლოს-ანჯელესის პოლიციამ რობოტი ძაღლი გამოიყენა, რათა დამნაშავე დაეჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას Los Angeles Times ავრცელებს.

8 ნოემბრის სისხამ დილას ლოს-ანჯელესის პოლიციაში ზარი შევიდა, რომელიც ავტობუსში შეიარაღებული მამაკაცის ყოფნის შესახებ იტყობინებოდა. ავტობუსის მძღოლი გაჩერდა და ტრანსპორტი ყველა მგზავრმა უსაფრთხოდ დატოვა, ხოლო კანონდამრღვევს ამ დროს მშვიდად ეძინა.

რამდენიმე საათში ადგილზე სპეციალური სამსახური მივიდა. სამართალდამცველებმა მამაკაცთან კომუნიკაცია სცადეს, თუმცა მისგან პასუხი ვერ მიიღეს. შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, პოლიციელებმა ავტობუსში რობოტი ძაღლი Boston Dynamics შეუშვეს, რომელსაც შიგნით არსებული სიტუაცია უნდა გადმოეცა. რობოტი ოფიცრებს დაეხმარა და დაადასტურა, რომ შეიარაღებულ მგზავრს ნამდვილად ეძინა.

შედეგად პოლიციამ დამნაშავის უსაფრთხოდ აყვანა შეძლო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები