რობოტი მეხანძრეები და ქალი მაშველები – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2019 წლიდან სიახლეებს აანონსებს. მეხანძრე რობოტს ბევრ ქვეყანაში განსაკუთრებულად რთულ სიტუაციებში იყენებენ – როცა არსებობს აფეთქების, შენობის ჩამოშლის საფრთხე და ხანძრის ეპიცენტრში მეხანძრე-მაშველის მუშაობა მისი სიცოცხლისთვის საშიშია.
რობოტი მაღალი ტემპერატურის დროსაც მუშაობს, რადგან თვითგაგრილება შეუძლია. მას 1 ტონამდე ტვირთის ტარების ფუნქციაც აქვს.
თუმცა მომავალ წელს მხოლოდ რობოტ მაშველებს არ უნდა ველოდოთ. კიდევ ერთი სიახლე იქნება ისიც, რომ 2019 წლის საზღვაო სეზონზე შავი ზღვის სანაპიროზე უკვე ქალ მაშველებსაც ვიხილავთ. კანდიდატების შერჩევა გაზაფხულიდან დაიწყება.
როგორ გამოიყურებიან რობოტი მეხანძრეები და რა მოთხოვნები ექნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ქალი მაშველებისგან, ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.
თათია კაკიაშვილი