LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ადამიანი არ იცრება და მოსახლეობის ნაწილი ვაქცინირებულია, ამან შეიძლება ვირუსის მუტაცია კიდევ უფრო გაახშიროს და გააძლიეროს: ზალდასტანიშვილი

114
1

“ის, რომ ადამიანი არ იცრება, არ არის ვაქცინირებული და მოსახლეობის ნაწილი ვაქცინირებულია, ამან ვირუსის მუტაცია შეიძლება კიდევ უფრო გაახშიროს და გააძლიეროს.” – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგემ მაია ზალდასტანიშვილმა “რუსთავი2-ის” ეთერში განაცხადა.

ზალდასტანიშვილმა ვაქცინაციაზე საუბრის დროს ასევე აღნიშნა, რომ ადამიანი, რომელიც ვაქცინირებული არ არის, სასწორზე დებს როგორც საკუთარ თავს, ასევე ახლობლებს:

ფაქტია, რომ ამ რეგულაციებით – თუნდაც ის, რომ გაიზარდა ვაქცინირებულთა რაოდენობა – ეს მოვიპოვეთ, რომ შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა.

ჯერ ერთი ის, რომ ადამიანი არ იცრება, არ არის ვაქცინირებული და მოსახლეობის ნაწილი ვაქცინირებულია, ამან შეიძლება კიდევ უფრო გაახშიროს და გააძლიეროს ვირუსის მუტაცია. აი ამაზეც ვიფიქროთ. თვითონ პიროვნება, ვინც ვაქცინირებული არ არის, სასწორზე დებს თავის თავსაც და ასევე მის ახლობლებს.

ამიტომ ჩვენც, ექიმებმაც, ყველა ჩვენი სიტყვა მოვზომოთ, დავფიქრდეთ და ისე ვთქვათ ხმამაღლა, რომ არ მივიდეთ სავალალო შედეგამდე და კიდევ არ ავარდეს ინფიცირებულთა რიცხვი და კლინიკა გაუსაძლის მდგომარეობაში არ ჩავარდეს.” – განაცხადა ზალდასტანიშვილმა “კურიერთან” საუბრის დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები