LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოგი პაციენტის შემთხვევაში, „ომიკრონის“ დადასტურება PCR-ტესტითაც გართულებულია: მაია ზალდასტანიშვილი

265
მაია ზალდასტანიშვილი

ინფექციური კლინიკის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელი, მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს, რომ „ომიკრონ“ შტამის შემთხვევაში, ხშირად, PCR-ტესტირების დროსაც კი, ვირუსი ვერ დგინდება, თუმცა პირი ინფიცირებულია.

ზალდასტანიშვილის განცხადებით, ტესტირების მსურველი არის ბევრი,  მათ ნაწილს კლინიკური ნიშანი აღენიშნება და ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულთან.

” რაც შეეხება დადასტურებას – დადასტურება არცთუ იშვიათია და საკმაოდ ხშირია, მაგრამ საკმაოდ ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პაციენტს კლინიკური ნიშნები აქვს, მაგრამ არ დასტურდება, თუმცა, მიიჩნევა, რომ მას კოვიდი აქვს.” – აცხადებს ზალდასტანიშვილი.

“როცა ოჯახის ორ წევრს კოვიდი უდასტურდება და მესამესაც კლინიკური ნიშანი აქვს, რა თქმა უნდა, ისიც კოვიდინფიცირებულია”

“წინა შტამების შემთხვევაში, როცა ვეჭვობდით, რომ კოვიდინფექცია იყო, ეს თითქმის ყველა შემთხვევაში დასტურდებოდა. იყო რაღაც რაოდენობის ცდომილება, მაგრამ აქ ცოტა გართულებულია დადასტურება და პაციენტებს არა ერთხელ და ორჯერ სჭირდებათ PCR-ტესტირება“, – აცხადებს მაია ზალდასტანიშვილი.

პოპულალურები