LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ამ ინფლაციის ფონზე დაბალ ხელფასს და არამიმზიდველ პირობებს სთავაზობ, ცხადია, ვერ მოიზიდავ სამუშაო რესურსს – ეკონომიკის დოქტორი

100
ipiccy_image

„პრობლემა ორ ფაქტორშია. ერთის მხრივ გვაქვს უმუშევრობა და ჭარბი მიწოდება, მეორეს მხრივ კი, განათლების სისტემა იმდენად მონოპოლიზებულია, რომ ბაზარს ვერ სთავაზობს შესაბამის კადრებს“, – ასე შეაფასა ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში, ქართული ბიზნესსექტორი მუდმივად კადრების დეფიციტზე საუბრობს.

„ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გააქტიურდა ბიზნესმენების მხრიდან თემა, რომ კადრები არ მოდიან შეთავაზების მიუხედავად. მიზეზი მარტივია, როცა ამ ინფლაციის ფონზე დაბალ ხელფასს და არამიმზიდველ პირობებს სთავაზობ, ცხადია, ვერ მოიზიდავ სამუშაო რესურსს”, – აღნიშნა მაკალათიამ.

მისივე თქმით, ბიზნესმა უნდა გაზარდოს ხელფასი იმ დონემდე, სანამდეც მას ფუნქციონირების პრობლემა არ შეექმნება. “მეორე საკითხია ის, რომ ჩვენ მცირე ეკონომიკა და მცირე ბიზნესი გვაქვს და ბიზნესი სარგებლობს იმით, რომ შენ თუ არა, მეორე ან მეათე მოვა. ახლა ის უნდა გაკეთდეს, რომ ბევრი ბიზნესსუბიექტი გაჩნდეს, რომელიც კონკურენციაში შევა ერთმანეთთან და ამ პირობებში იძულებული იქნებიან უკეთესი პირობები შესთავაზონ დასაქმებულებს“, – დასძინა ირაკლი მაკალათიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები