LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა Apple-ის ტექნიკის ყიდვა ემოციური გამოცდილება ხდება – „გაიზაფხულე“ მოულოდნელი საჩუქრებით „აიტექნიკსთან“ ერთად

112
აიტექნიკსი

Apple-ის ტექნიკის შეძენა „აიტექნიკსში“ ახლა უკვე მხოლოდ ტექნოლოგიური არჩევანი არ არის, ეს უკვე დადებითი ემოციით სავსე გამოცდილებაა.

კომპანიამ ინოვაციური კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს, ტექნიკის შეძენასთან ერთად, პარტნიორი ბრენდებისგან სასურველი და ღირებული საჩუქრები ელით.

სალომე გუგეშაშვილი, „აიტექნიკსის“ დირექტორი:

– ჩვენთვის მთავარი ყოველთვის იყო და რჩება – მომხმარებლის ბედნიერება. Apple-ის ტექნიკა განსაკუთრებულია. ის მხოლოდ ფუნქციური მოწყობილობა არ არის, ის ცხოვრების ნაწილი და შეუცვლელი მეგობარია. სწორედ ამიტომ, გვინდოდა, რომ მისი შეძენის მომენტი სიხარულითა და დადებითი ემოციით სავსე გაგვეხადა. ჩვენი სლოგანია „აიტექნიკსი უკეთესი გამოცდილებისთვის“ და სწორედ ამ სლოგანს ეხმიანება ეს კამპანიაც.

– ვის აქვს კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა?

– კამპანიაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს – საკმარისია შეიძინოს iPhone (16 სერია), iPad ან MacBook აქსესუართან ერთად ჩვენს ნებისმიერ ფილიალში, წარმოადგინოს პრომოკოდი „გაიზაფხულე“ და მომენტალურად მიიღებს მონაწილეობას გათამაშებაში, მას შეუძლია მოიგოს საჩუქარი პარტნიორი კომპანიისგან. 

– ვინ არიან პარტნიორი ბრენდები და რა შედის იმ 150 საჩუქარში, რომელიც თამაშდება?

– ამ უნიკალური გამოცდილებისთვის განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორ ბრენდებს: Wissol, Lutecia, Radisson, MG Travel, Mistore, Ecovacs, Fujifilm, Shuaguli, Gino Wellness Rabath, Gino Wellness Mtskheta, Esquisse Boutique Hotel, Gino Seaside, Gulf, Ninea, Kaba, Piel Naturals, PSP. ყველა ეს კომპანია სიამოვნებით ჩაერთო ინიციატივაში და საკუთარი საჩუქრებით ნამდვილად დაუვიწყარ ემოციას ჩუქნიან ჩვენს მომხმარებლებს. ჩვენ კი ერთად ვქმნით იმ შთაბეჭდილებას, რომელიც Apple-ის ტექნიკის შეძენას ნამდვილად დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს.

საჩუქრების ღირებულება 100-დან 3000 ლარამდე მერყეობს, ხოლო კატეგორიები მოიცავს:

  • სამოგზაურო საგზურს და 10%-იან ფასდაკლებას საგზურზე;
  • დასვენებისა და სპას ვაუჩერებს;
  • კონცერტებისა და გასართობი ღონისძიებების ბილეთებს;
  • სილამაზისა და თავის მოვლის პროდუქტებსა და სერვისებს;
  • ტექნიკურ აქსესუარებსა და გაჯეტებს.

– რამდენ ხანს გრძელდება შეთავაზება და გაგრძელდება თუ არა მსგავსი კამპანიები მომავალშიც?

– ეს კამპანია მხოლოდ დასაწყისია. 5 აგვისტოს, „აიტექნიკსის“ 14 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საოცარ სიურპრიზებს ვუმზადებთ ჩვენს მომხმარებლებს. ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებულად აღვნიშნავთ. ასევე გეგმაშია მსგავსი ინიციატივების სამომავლოდ გაგრძელებაც, ახალი ფორმატებით, ახალი საჩუქრებით და კიდევ უფრო შთამბეჭდავი სამომხმარებლო გამოცდილებით. 

ახლა კი ჩვენს მომხმარებლებს მოვუწოდებთ, არ გამოტოვონ ეს დაუვიწყარი შესაძლებლობა, იჩქარონ და ჩაერთონ კამპანიაში 25 ივნისიდან 3 ივლისამდე. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ კამპანია მოქმედებს საჩუქრების სრულ ამოწურვამდე.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g