პლანეტის ყველაზე სასურველი მამაკაცის, ბრედ პიტის ახალი შეყვარებული, ინეს დე რამონი ლოს-ანჯელესის ქუჩებში გადაიღეს. 34 წლის იუველირი საოცრად ელეგანტურად გამოიყურებოდა თავისუფალი ჯინსის შარვალსა და შავ გამჭვირვალე ზედაში.
„როცა ბრედ პიტი თავში აგივარდა“, „ანჯელინა ჯოლის ჰბაძავს“, „დაიხვეწა“„, ქედმაღლური იერი აქვს“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ინეს დე რამონი და ბრედ პიტი ორი კვირის წინ სანტა-ბარბარას მზიან სანაპიროზე გადაიღეს. შეყვარებულები ქვიშიან ნაპირზე ხელგადახვეულები სეირნობდნენ.
მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ დე რამონი სამოდელო საქმიანობაში ჩაერთო, მან UTER-ის შემოდგომა გაზაფხულის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.
ქვიშიანი სანაპიროს რომანტიკა – 51 წლის ბრედ პიტი საყვარელ ქალთან ერთად ბედნიერი ჩანს


