შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილი საქართველოშია.
დათი გადაცემას „ჩვენი ოჯახი“ მშობლებთან ერთად სტუმრობდა.
როგორც დათის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი საუბრობს, იმედი არასდროს დაუკარგავს და შვილს ძილშიც კი ელაპარაკებოდა.
„ამ დროს რაღაცების გადაფასებას იწყებ. ხვდები, რომ იმ წამით უნდა იყო ბედნიერი. ყოველთვის ვადარებდი იმ პირველ დანახვას, როდესაც იაშვილში ვნახე, რა მდგომარეობაში იყო. შემდეგ ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი და უკეთესობა, ჩემთვის ბედნიერების მომტანი იყო. არასდროს იმედი არ დამიკარგავს. სულ მჯეროდა, რომ ღმერთი არ გამწირავდა. როცა ეძინა ყოველთვის ველაპარაკებოდი და მჯეროდა რომ ესმოდა და ამით ვამხნევებდი, ეს მაძლევდა ალბათ ძალას”, – საუბრობს ქრისტინე მამუკაშვილი.
ვიდეო: „უხარია რომ დაბრუნდა საქართველოში, ეს არის მთავარი“ – დათი ქოქრაშვილი სამშობლოში დაბრუნდა