LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა ნემსი შეუყვანეს მაშინვე მითხრა – დედა ვიხრჩობიო.. ვინც ნარკოზი გააკეთა – დამალეს, აუცილებლად გავასაჩივრებ“ – უროლოგიის ცენტრში გარდაცვლილი მოზარდის დედა

603
Untitled design (3)

უროლოგიის ეროვნულ ცენტრში გუშინ გარდაცვლილი მოზარდის დედა აცხადებს, რომ მომხდარს აუცილებლად გაასაჩივრებს.

უროლოგიის ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმის შესწავლა რეგულირების სააგენტომ დაიწყო

როგორც გარდაცვლილის დედა მედიასთან აცხადებს, ბავშვი ნარკოზის გადამეტებული დოზის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო ვინც მოზარდს ნარკოზი გაუკეთა, მისი თქმით – დამალეს:

“წინა დღეს გაუკეთეს ყველა ანალიზი და ყველაფერი კარგი ჰქონდა. გუშინ, დილით 9:00 საათზე დაგვიბარეს, რომ ბავშვი უჭმელი მიგვეყვანა და ოპერაცია ჩატარებულიყო.

თორმეტს აკლდა, როცა საოპერაციოდ გამოგვიძახეს. მე ბავშვს ზემოთ ავყევი ნარკოზის გაკეთების დროს, როცა ნემსი შეუყვანეს ბავშვმა მაშინვე მითხრა – დედა ვიხრჩობიო და თვალი გადააბრუნა.

უცებ გარეთ გამომიყვანეს, ნარკოზმა ასე იცისო. არ ვიცოდი, ექიმს ვთხოვე და ვუთხარი – ჩემს შვილს შენ გაბარებ-მეთქი. ამოვედით მე-9 სართულზე, იქ მითხრეს ქირურგიული ჩარევა მოხდა, მაგრამ გართულება მოყვაო – მომატყუეს.

ჩემს შვილს გავხედე და არ იყო ქირურგიული ჩარევა, ბავშვზე საერთოდ არ იყო ხელი მოკიდებული, ნარკოზის გაკეთების დროს დამიღუპეს ბავშვი, ზედმეტი გაუკეთეს.

ვინც ნარკოზი გააკეთა – დამალეს, აუცილებლად გავასაჩივრებ და ექსპერტიზა გავუკეთებთ, რის ნიადაგზე მოხდა ეს ყველაფერი, მე უნდა ვიცოდე”, – აცხადებს გარდაცვლილის დედა.

შეგახსენებთ, მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ქირურგიული ოპერაციისას 7 წლის ბავშვი გუშინ გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g