კოსმეტოლოგი, ინა კახიძე ამბობს, რომ ბოტოქსის პროცედურა შაკიკის დროს ეფექტური საშუალებაა.
სპეციალისტი დასძენს, რომ ხშირია შემთხვევებიც, როდესაც ბოტოქსის პროცედურის შემდეგ პაციენტი შაკიკისგან განკურნა:
„როცა აქვს პაციენტს შაკიკი, რა თქმა უნდა ქალებსაც და მამაკაცებსაც, პირველ შედეგს დებს ბოტოქსი. ბოტოქსით ტკივილი, მინიმუმ 5-6 თვე პაციენტს უვლის. იქიდან გამომდინარე, რომ სისტემატურად იკეთებს ამ პროცედურას, ძალიან ბევრი პაციენტი საერთოდ განიკურნა და აღარ აქვს ტკივილები“, – ამბობს კოსმეტოლოგი „დილის ტალღასთან“ ინტერვიუში.
