შაკირა-პიკეს დრამატული განშორებისა და უამრავი სკანდალური მოვლენების ფონზე, ინტერნეტსივრცეში უკვე არაერთი ძველი ვიდეო ვრცელდება. გასულ თვეს გამოქვეყნებულმა ვიდეომ ინტერნეტსივრცე უკვე მოიცვა. შაკირა და პიკე ტრიბუნებზე სხედან, ამ დროს არტისტი გულშემატკივრებს თითებით გულის ჟესტს აჩვენებს, ამაზე კი პიკე ღიზიანდება და შაკირას გაჩერებას სთხოვს. ვიდეოს მეორე ნაწილში კი კარგად ჩანს, თუ როგორ ეხება შაკირა მას ფეხზე, ეხუტება და მის მოფერებას ცდილობს, თუმცა ფეხბურთელი მას ძალიან ცივად ექცევა და ყურადღებას არ აქცევს.
„აქ უკვე აღარ უყვარდა!“ – ინტერნეტსივრცეს შაკირასაა და ჟერარ პიკეს ვიდეო იპყრობს
სულ ცოტა ხნის წინ კი კიდევ ერთმა საარქივო ვიდეომ გამოიწვია ემოციები ზღვა. კადრში ჩანს ის მომენტი, როცა პიკე „ბარსელონას“ გუნდს ტოვებს და გულამოსკვნილი ქვითინებს. ამ კადრებს კი შაკირა ეკრანიდან ადევნებს თვალს, საყვარელი მამაკაცის ცრემლებზე არტისტიც ვერ იკავებს ემოციებს და ტირის.
„როცა პიკე ტიროდა, ტიროდა შაკირაც!“, „როგორ ძლიერ უყვარდა“, „ასეთი რამ პიკემ შაკირას როგორ გაუკეთა“, – წერენ კომენტარებში.
ფოტო: მეზობლად მცხოვრები დედამთილის დასანახად შაკირამ იუბილე ფაქტობრივად აივანზე გადაიხადა
„შაკირას ახალი სიმღერის დასაწერად კიდევ ერთი მიზეზი მიეცა“ – ჟერარ პიკეს „საყვარელი“ ორსულადაა?