LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შაკირას ლუსიენი გადაღებებზე ერთი ნახვით შეუყვარდა“ – უახლესი დეტალები 47 წლის არტისტისა და 31 წლის ლუსიენ ლავისკონტეს რომანზე

231
page

მედია სულ უფრო და უფრო აქტიურად აჟღერებს ინფორმაციას შაკირას ახალი რომანის შესახებ. მათი ცნობით, 47 წლის არტისტი ბრიტანელ მსახიობს, 31 წლის ლუსიენ ლავისკონტეს ხვდება. წყვილი ერთად პაემანზე უკვე იყო, გავრცელდა მათი ერთობლივი ფოტოებიც. ლუსიენი შაკირას ახალ კლიპში Puntería, იღებს მონაწილეობას, სწორედ იქ გაიცნეს მათ ერთმანეთი.

„შაკირას ლუსიენი გადაღებებზე, ერთი ნახვით შეუყვარდა, მისი მოსვენება დაკარგულია, თუმცა, არტისტის მეგობრები შიშობენ, რომ შაკირას გული კიდევ ერთხელ დაიმსხვრევა, რადგან ლუსიენი ამას მხოლოდ და მხოლოდ მეტი პოპულარულობისთვის აკეთებს“, – აცხადებს ინსაიდერი.

ფოტო/ვიდეო: შაკირა  ვნებების ახალ  მორევში გადაეშვა

შაკირა მორიგ პაემანზე გადაიღეს – ამჯერად არტისტმა ლუსიენ ლავისკონტესთან ერთად ივახშმა

ცნობისთვის, 47 წლის მომღერალი Apple Music 1-ის შოუში იყო მიწვეული, სადაც კვლავ თავის გრძნობებსა და დრამატულ სასიყვარულო გამოცდილებაზე ისაუბრა.

„არ მგონია, რომ სიყვარულს ოდესმე ისევ ვიპოვი, აღარ მინდა. არა უშავს, რომ საყვარელ მამაკაცთან ერთად ვერ დავბერდები, სამაგიეროდ გვერდით ძვირფასი ადამიანები მეყოლება“, – აცხადებს შაკირა.

„არ მგონია, რომ სიყვარულს ოდესმე ისევ ვიპოვი, არა უშავს, რომ საყვარელ მამაკაცთან ერთად ვერ დავბერდები“ – შაკირას ახალი ალბომი „ქალები აღარ ტირიან“ და საუბრები კვლავ ჟერარ პიკეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები