LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა პოლიციელებს ტუალეტის ქაღალდებს, ფქვილს აყრიან და “კეტჩუპს” ასხამენ, ამას არასდროს ვაპატიებთ – შს მინისტრი

170
BeFunky-collage (3)

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პირები, რომლებმაც პოლიციელებს მთავრობის ადმინისტრაციასთან ფქვილი შეაყარეს და “კეტჩუპი” შეასხეს, მკაცრად დაისჯებიან. მისივე თქმით, სამართალდამცველების შეურაცხყოფა არის ძალიან ცუდი შემთხვევა და მიუღებელია.

„მე მინდა, მადლობა მოვუხადო ყველა იმ პოლიციელს, რომლებიც დგანან და ვაჟკაცურად ითმენენ. დგანან იქ და ტუალეტის ქაღალდებს, ფქვილი და კეტჩუბებს ასხამენ თავზე.

ეს არის ყოვლად მიუღებელი, არც ვიცი, რა დავარქვა ამ საქციელს. ეს არის ყოვლად არანორმალური საქციელი. ეს ადამიანები დაისჯებიან მკაცრად და ყოველთვის ასე იქნება. ამას არ ვაპატიებთ არასდროს“, – განაცხადა გომელაურმა.

„კანცელარიას შევასხი რუსული კეჩუპი, დავყარეთ რუსული ბრინჯი, დამიჭირეს, თქვენც მიდით დაყარეთ“ – მთავრობის ადმინისტრაციასთან ელენე ხოშტარია დააკავეს

“მადლობა პატრულს” – რა ფოტოს ავრცელებს ელენე ხოშტარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g