პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს, სადაც ის ყავარჯნებითაა დაფიქსირებული.
როგორც ელენე კომენტარებში აღნიშნავს, ტრავმა გუშინდელი აქციის დროს მიიღო.
“მადლობა პატრულს,”-წერს ელენე ფოტოს აღწერაში.
“ფეხი მოიტეხეთ? ეს გვინდოდა ახლა? ერთი ადამიანი იყავით დარჩენილი ვინც ამათ სიმშვიდეს უფრთხობდა!
ვინ არის ავტორი თქვენი გაჭირვების?”-ეკითხებიან ელენეს კომენტარებში, რაზეც პოლიტიკოსი პასუხობს: “პოლიცია, გუშინ. მაინც ვივლი.”