39 წლის მოდელი, ირინა შეიკი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ქუჩაზე სრულიად შემთხვევით ყოფილ შეყვარებულს, 38 წლის არტ-დილერს, ვიტო შნაბელს გადაეყარა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ვიტომ პირველი შენიშნა ირინა, რადგან უკან მიჰყვებოდა. როგორც კი მან ყოფილი შეყვარებული ამოიცნო, ნაბიჯს აუჩქარა, დაეწია და ღიმილით მიესალმა მას, თუმცა ირინა აშკარად არ იყო გახარებული ამ შეხვედრით. მან „ექსს“ გამანადგურებელი მზერა სტყორცნა. ამის შემდეგ ვიტო მიხვდა, რომ ჯობდა გასცლოდა შეიკს.
ცნობისთვის, ვიტო შნაბელი ცნობილია ხმაურიანი რომანებით ცნობილ მოდელებთან და მსახიობებთან. ირინას გარდა, მას რომანი ჰქონდა ჰაიდი კლუმთან, ემბერ ჰარდთან, ლივ ტაილერთან, ელ მაკფერსონთან, დაკოტა ჯონსონთან და დემი მურთან.
ირინა შეიკმა და ტომ ბრედიმ რომანი განაახლეს – ახალი დეტალები
„არ ვარ შენი“ – ირინა შეიკმა ვალენტინობაზე მორთმეული ულამაზესი თაიგული ნაგავში მოისროლა

