პერის ჰილტონის ვაჟი, ფენიქსი ერთი წლის გახდა. შვილის იუბილეს აღსანიშნავად პერისმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია და ვიდეო გაავრცელა, რომელსაც უამრავი კომენტარი მოჰყვა.
პერის ჰილტონი ვაჟის ერთ წლის იუბილეს აღნიშნავს და მის უსაყვარლეს ვიდეოს ავრცელებს
ახლა კი მედიაში მორიგი ფოტოები გავრცელდა. ჰილტონმა ვაჟის იუბილეს აღსანიშნავად დიდი წვეულება მოაწყო, სადაც არაერთი ცნობილი ადამიანი დაპატიჟა. მათ შორის იყვნენ კელი ოსბორნი და რუმერ უილისი.
სადღესასწაულო ცენტრი ცისფერი ბურთებით იყო მორთული. თავად 42 წლის ვარსკვლავი პრინცესას ცისფერ კაბაში იყო გამოწყობილი.
„დედობა თამაში ჰგონია“ – პერის ჰილტონი აცხადებს, რომ შვილისთვის საფენის გამოცვლა არ სურდა