„საქართველოს ბანკზე“ ძარცვისას აყვანილმა ერთ-ერთმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ, დეტალურად გაიხსენა ეპიზოდი, როცა თავდამსხმელმა მას ტელევიზიასთან დაკავშირება მოსთხოვა. ამის შესახებ კვარაცხელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„ბევრი მძევალი იყო. პირველად ერთ ადამიანს სთხოვა, რომელიც მან თან წაიყვანა შემდეგ, რომ დაერეკა 112-ში, მან დარეკა 112-ში, ასევე მას სთხოვა, რომ დაკავშირებოდა „ტვ პირველს“, „ფეისბუქზე“ მოეძებნა და დაკავშირებოდა, მაგრამ მან უთხრა, რომ ის არ სარგებლობდა „ფეისბუქით“ და არ ჰქონდა „ფეისბუქ“ აპლიკაცია, შემდეგ მეორე ადამიანთან ჰქონდა იგივე მოთხოვნა, რომლის ტელეფონიც დამჯდარი იყო, შემდეგ მესამე ადამიანთან, რომელსაც ანგარიშზე არ ჰქონდა და შემდეგ გადმოვიდა ჩემთან, ხედავდა რომ ტელეფონი მქონდა და ამიტომ უარი არ მითქვამს ნამდვილად. შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა, პირიქით, ყველაზე ლოგიკური ამ სიტუაციაში რაც იყო, რომ ჩვენ ცოცხალი გადავრჩენილიყავით, აუცილებელი იყო გაეგოთ სამართალდამცავებს, რომ ამ ადამიანს ხელში საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ასაფეთქებელი საშუალება ჰქონდა.
„თიბისი ბანკი“ ხომ არ გადაიხდის, „საქართველოს ბანკში“ იყო ხალხი შესული?“
გომელაური: "თანხა, რომელიც თავდამსხმელს გადასცეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ იყო, „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადა"
„მას ნამდვილად არ უკითხავს ჩემთვის ჩემი პარტიული კუთვნილება, ის კი არა, როცა გაიგო ტელევიზიის ეთერში რა კამპანია იყო აწეული ჩემს მიმართ, მითხრა: „შენ ძმაო, მაგრად „დაგერხა“, ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო“. როცა პოლიტიკური ბრალდებები იყო ოპოზიციის ან პოზიციის მხრიდან ერთმანეთის მიმართ და ამას ვუსმენდით, ამაზე გააკეთა ასეთი კომენტარი, რომ აი, ხომ ხედავთ, არავის თქვენ არ აინტერესებთ და ერთმანეთის გინების მეტი არაფერი აინტერესებთო,“- განაცხადა კვარაცხელიამ.
შეიძლება 43 ადამიანში 10 ადამიანი იყო მისი თანამზრახველი: გომელაურის პირველი კომენტარი ზუგდიდის სპეცოპერაციაზე