LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება 43 ადამიანში 10 ადამიანი იყო მისი თანამზრახველი: გომელაურის პირველი კომენტარი ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

141
gomelauri vaxtang

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში ჩატარებულ ოპერაციაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, გუშინ მძიმე დღე იყო ყველასთვის, მათ შორის შსს-სთვის, მძევლებისთვის.

„შენობის შიგნით იყო დარჩენილი 43 ადამიანისთვის, ყველაფერი გააკეთა, შსს-მ, ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ არავინ დაშავებულიყო, პირველი ჩვენი ამოცანა იყო. დავალება იყო, რომ არავინ დაშავებულიყო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ერთს ადამიანსაც არაფერი დაშავებოდა. იყო ეტაპობრივი გამოშვევები, ჩვენი თანამშრომელი მივიდა უთხრა, გამოგყვებით ხუთი, ათი კაცი, რამდენიც გინდა. თავიდან უარს ამბობდა, მერე დაგვთანხმდა ერთ ადამიანზე, მადლობა ავთო გალდავას, რომელმაც თავი გაწირა, არც ჩემთვის იყო ადვილი გადასაწყვეტი თანამშრომლის გაშვება, რომ ის ადამიანი ან დაბრუნდებოდა ან არა. ერთი წამით უარი არ უთქვამს და არ შეუდრეკია თავისი გმირული ნაბიჯი მადლობა მინდა ვუთხრა. წაიყვანა მძევლებიც სამი ადამიანი, რომლებიც მანქანით რამდენიმე საათი მოძრაობდნენ, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ის დაგვეკავებინა, მანქანიდან გადავიდა და მიიმალა გამთენიისას. გამოძიების მიმდინარეობაზე ვერაფერს გეტყვით, ერთმა სიტყვამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს გამოძიებას, 43 მძევალი გავათავისუფლეთ, მეორე ეტაპია, ეს ადამიანი დავიჭიროთ და დავსაჯოთ“, – განაცხადა ზუგდიდში მყოფმა გომელაურმა.

მინისტრმა პირველ რიგში პრესის წარმომადგენლებს, გადაუხადა მადლობა.

„მნიშვნელოვანი იყო თანამშრომლობა“, – აღნიშნა გომელაურმა. მან ასევე მადლობა გადაუხადა „საქართველო ბანკს“ გვერდში დგომისთვის.

გამოძიებიდან გამომდინარე გომელაურმა ჟურნალისტების ბევრ კითხვას არ უპასუხა, თუმცა დაადასტურა, რომ გამტაცებელს თან აქვს 500 ათასი დოლარი.

„პირადად ჩემთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე. არ არსებობს არანაირი თანხა ადამიანის სიცოცხლის საფასურად, ეს იქნება 10 მილიონი,  თუ 100 მილიონი. კი ბატონო, დასამალი რა არის, შესრულდა. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წაიღო. იყო ნახევარ მილიონ დოლარზე საუბარი, ბევრჯერ დასახელდა, დასამალიც არ არის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გომელაური არ გამორიცხავს, რომ ბანკში მყოფ ადამიანებს შორის დამნაშავეს ტანამზრახველი ჰყავდა.

„მესმის, ძალიან ბევრი ვერსია ვრცელდება, თუმცა, ამას, რა თქმა უნდა, ვერ დავადასტურებ. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. შეიძლება 43 ადამიანში 10 ადამიანი იყო მისი თანამზარხველი, ამას ვერავინ ვერ იტყვის, იყო თუ არ იყო. გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ ბრალდებები ადამიანების მიმართ, აქედან გამომდინარე კომენტარს ვერ გავაკეთებთ“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრმა ასევე დასძინა, რომ დღეს ქობულეთში მომხდარ ძარცვასა და ზუგდიდში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან პარალელს ვერ გაავლებს, რადგან ქობულეთში არავინ აუყვანიათ მძევლად.

გომელაურის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე, რომლის საფასურიც არავითარი ოდენობის თანხა არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები