LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა უკვე საველე ჰოსპიტლებზეა ლაპარაკი, გასაგებია რა დღეშია ჰოსპიტალური სექტორი: მარინა ენდელაძე

102
მარინა ენდელაძე

„როცა უკვე საველე ჰოსპიტლებზეა ლაპარაკი, გასაგებია რა დღეშია ჰოსპიტალური სექტორი. ეს უნდა გაკეთდეს, სხვა გამოსავალი ჯანდაცვის სისტემას არა აქვს,“ – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს, მნიშვნელოვანია სამოქალაქო პასუხისმგებლობა – პირბადის ტარება და ერთმანეთთან დისტანცია.

„გვიწევს პაციენტების გადარჩევა, როდესაც უკვე ლაბორატორიული მონაცემები იწყებს გაუმჯობესებას, ჩვენ იძულებული ვართ გავწეროთ პაციენტები და დავაწვინოთ ახალი. თუმცა, როდესაც ამდენი დაინფიცირებულია, უკვე ესეც არ არის საკმარისი.

ყველა უნდა ვიყოთ პირბადით – ეს აუცილებელია, უნდა ვიყოთ აუცილებლად დისტანციით ერთმანეთთან და ძალიან აუცილებელია თავშეყრის ადგილების ამ ეტაპზე არ არსებობა,“ – განაცხადა ენდელაძემ.

ახალი შემთხვევების რაოდენობა საქართველოში რჩება კატასტროფულად მაღალი. მდგომარეობა საგანგაშოა: თენგიზ ცერცვაძე

მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციების აღსრულება და მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების დაცვა: ალექსანდრე გოგინავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g