„დასავლეთ საქართველოში, მათ შორის გურიაში, თოვა 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება“, – ამის შესახებ „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
როგორც დოდო გვაზავა აღნიშნავს, დროგამოშვებით მოსალოდნელია ძლიერი თოვაც, 28 თებერვალს კი, ღამის საათებში მოსალოდნელია ყინვის გაძლიერებაც:
„დასავლეთ საქართველოში სინოპტიკური სიტუაცია 27 თებერვლის ღამის საათების ჩათვლით შენარჩუნდება – უმეტეს რაიონში თოვს, განსაკუთრებით კი აჭარის, გურიის და იმერეთის მთიან რეგიონებში. აღნიშნულ რეგიონებში თოვა შენარჩუნდება, დროგამოშვებით მოსალოდნელია ძლიერი თოვაც.
ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება და კლება მოსალოდნელი არ არის, ყინვა 0-დან -2 გრადუსამდე იქნება, მთაში მოსალოდნელია -5, -3 გრადუსი ყინვა, მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია -13 გრადუსი ყინვა, რომელიც 28 თებერვლის ღამის საათებში გაძლიერდება.
ცალკეულ რაიონში, მათ შორის გურიაშიც, დროგამოშვებით, შესაძლოა ქარი და ქარბუქი.
დასავლეთ საქართველოში ნალექი 28 თებერვალს შეჩერდება“, – განუცხადა დოდო გვაზავამ „ფორტუნას“.
ფოტო სლაიდზე: „ფეისბუკის ჯგუფი“ – „მოხალისეები გურიისთვის“