ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მუჰამად ჯავად ზარიფის განცხადებით, ირანი დაუყოვნებლივ შეცვლის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საქმიანობას, როდესაც აშშ სანქციებს გააუქმებს.
როგორც მინისტრმა თქვა, რომ თეირანის მხრიდან მიღებული უსაფრთხოების ზომები პასუხი იყო – აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის შეთანხმების პირობების დარღვევების თაობაზე.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მზადაა 2015 წლის შეთანხმების აღსადგენად იმ შემთხვევაში, თუკი თეირანი ხელშეკრულების პირობებს სრულად შეასრულებს.
შეგახსნებთ, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება 2018 წელს დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა. ირანმა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შემსუბუქება 2019 წლიდან დაიწყო.
ირანის ხელისუფლება აშშ-ის სანქციების მოხსნის დასაწყებად ბოლო ვადად 23 თებერვალს აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებს, რომ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს საქმიანობას შეზღუდავს.