LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ და ისრაელი ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ირანის მიერ ბირთვული იარაღით აღჭურვის პრევენციას

76
აშშ და ისრაელი

„როიტერსის“ ინფორმაციით, აშშ და ისრაელი დღეს ხელს მოაწერენ ერთობლივ შეთანხმებას, რომელიც ირანის მიერ ბირთვული იარაღით აღჭურვის პრევენციას ისახავს მიზნად. აშშ-ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული შეთანხმება, აშშ-სა და ისრაელს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ხანგრძლივ ურთიერთობას კიდევ უფრო გააფართოებს.

„დეკლარაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია. ის მოიცავს ვალდებულებას, არასდროს დაუშვან ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა და გულისხმობს ბრძოლას ირანის დესტაბილიზაციური ქმედებების წინააღმდეგ, განსაკუთრებით, ისრაელის მიმართ საფრთხეების წინააღმდეგ“, – ციტირებს სააგენტო თეთრ სახლში არსებულ მაღალჩინოსანს.

ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში, ისრაელში 13 ივლისს ჩავიდა. მოგვიანებით ის მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის ლიდერსაც შეხვდება, შემდეგ კი საუდის არაბეთში გაემართება.

ჯეიკ სალივანი: აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადასაცემად ემზადება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები