“როდესაც ჩემი ვაჟი ჩარლზი გახდება მეფე, ვიცი, რომ მისი და მისი მეუღლის, კამილას მიმართ იმავე მხარდაჭერას გამოავლენთ,” – აღნიშნულის შესახებ ელისაბედ მეორემ გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე განაცხადა.
დედოფალმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში გაამხილა ვის ისურვებდა გაერთიანებული სამეფოს მომდევნო დედოფლად.
მეფე ჩარლზი დედის გარდაცვალების შემდეგ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
„მუდამ მადლობელი ვარ იმ ერთგულებისა და სიყვარულისთვის, რომელსაც ჩემ მიმართ ავლენთ. როდესაც ჩემი ვაჟი ჩარლზი გახდება მეფე, ვიცი, რომ მისი და მისი მეუღლის, კამილას მიმართ იმავე მხარდაჭერას გამოავლენთ. ჩემი გულწრფელი სურვილია, რომ როცა ეს დრო მოვა, კამილა ცნობილი იყოს როგორც დედოფალი კონსორტი, რადგან ის განაგრძობს საკუთარ ერთგულ მსახურებას“, – აღნიშნულია ელისაბედ მეორის წერილში, რომელიც თებერვალში გამოქვეყნდა.
პრინცი ჩარლზი დიდი ბრიტანეთის მეფე გახდა
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა