LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ჩინოვნიკი ჭამს ხორცს და თქვენ – კომბოსტოს, სტატისტიკურად თქვენ ჭამთ ტოლმას – ოთო აბესაძე ხელფასების დაანგარიშებაზე

363
oto3

რეალურად, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი მერყეობს 850-950 ლარის ფარგლებში, – ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე აცხადებს. ის ამბობს, რომ საქსტატი საშუალო ხელფასს ითვლის, კლასიკური გაგებით, საშუალო არითმეტიკულის მეთოდით.

„საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1 463.8 ლარით განისაზღვრა! კვლავ გავიმეორებ, როდესაც ჩინოვნიკი ჭამს ხორცს და თქვენ კომბოსტოს, სტატისტიკურად თქვენ ჭამთ ტოლმას.

საქსტატი საშუალო ხელფასს ითვლის, კლასიკური გაგებით, საშუალო არითმეტიკულის მეთოდით ( მე-6 კლასში რომ ისწავლეთ) – არ ვხუმრობ.

მნიშვნელოვანია საშუალო ხელფასის დაანგარიშებაში შევიდეს შემდეგი მეთოდოლოგია:

1️⃣ საშუალო ჰარმონიულის შეწონილი;

2️⃣ ვარიაციის კოეფიციენტი (გაბნევა);

3️⃣ პოპულაციის ინდექსი (მოდა)

და ამ სამი პარამეტრის საშუალოს პრინციპით დაანგარიშდეს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი. რეალურად, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი მერყეობს 850-950 ლარის ფარგლებში“, – ამბობს ეკონომისტი ოთო აბესაძე.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით (149.1 ლარით) გაიზარდა და 1 463.8 ლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები