„ბარსელონას“ მცველი ტომას ვერმალენის ცოლს, ისევე როგორც სამ შვილს ტელევიზორში გამოჩენილ მამის პორტრეტზე ემოციური რეაგირება ქონდათ. ეს ელ კლასიკოში ძირითადი შემადგენლობის გამოცხადებისას მოხდა.
შეიძლება არც გახსოვდეთ, ვერმალენი ესპანეთში 3.5 წლის წინ გადავიდა. ამ სეზონამდე ის მხოლოდ 7-ჯერ მოხვდა სასტარტოში და „ბარსელონას“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უაზრო ტრანსფერად მიიჩნეოდა.
გასულ ზაფხულს კი ახალმა მწვრთნელმა ვალვერდემ მოულოდნელად მისი გაყიდვა აკრძალა. მიუხედავად ამისა, ვერმალენი მაინც ვერ ხვდებოდა შემადგენლობაში. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც უმტიტიმ ტრავმა მიიღო, მას შემდეგ ტომასი მუდმივად თამაშობს – უკვე ზედიდედ 4 მატჩია.
Thomas Vermaelen's kids reacting to him playing in El Clásico is pure Christmas.
Moment captured by mum @PollyParsonsx 📹 pic.twitter.com/wS0SqldcEt
— Jake Entwistle (@JakeEntwistle) December 23, 2017