LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ერთხელ გადალახავ მორალურ ზღვარს, მერე როგორც ჩანს, ადვილად მიდის ეს ყველაფერი – ირაკლი კობახიძე შალვა შავგულიძის შესახებ

93
კობახიძე

როდესაც ერთხელ გადალახავ მორალურ ზღვარს, მერე როგორც ჩანს, ადვილად მიდის ეს ყველაფერი, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, შალვა შავგულიძის მიერ გაკეთბულ განცხადებას. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შალვა შავგულიძემ მორალური ზღვარი დაკარგა.

“როდესაც სანდრო გირგვლიანის ადვოკატს უჭირს ამ შეფასების გაკეთება და იმის თქმა, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის პოლიტპატიმარი, მე ვფიქრობ, ყველაფერი ნათქვამია. როდესაც ერთხელ გადალახავ მორალურ ზღვარს, მერე როგორც ჩანს ადვილად მიდის ეს ყველაფერი. ამიტომ არ უნდა გადაკვეთო მორალური ზღვარი, სამწუხაროდ ეს გააკეთა შალვა შავგულიძემ და დანარჩენი ამის გაგრძელება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბაჩო ახალაია არ ვიცი ახლა რა მუხლით იხდის სასჯელს და აქედან გამომდინარე, ვერ გიპასუხებთ არის თუ არ ის პოლიტპატიმარი, – ასე უპასუხა კითხვას საარჩევნო ბლოკ “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ, არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტიკური პატიმრები. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, შავგულიძე პასუხობს, რომ ეს შედეგი „ქართული ოცნების” არასამართლებრივმა ქმედებამ განაპირობა, რაც შემდგომ ევროსასამართლომ დაადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები