მედიაში ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის სკანდალური საქმის ირგვლივ ახალი დეტალები გავრცელდა. ტაბლოიდები სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ „ბრანჯელინამ“ 8 წიანი სასამართლო დავას წერტილი დაუსვა. ჯერჯერობით უცნობია, რა პუნქტებზეა საუბარი. აღნიშნულმა ინფორმაციამ უამრავი კომენტარი გამოიწვია.
„როდესაც განქორწინების პროცესი, ქორწინებაზე ხანგრძლივი გამოდგა“, „ომი დასრულდა, მშვიდობის გეშინოდეთ“, „მთელი ქონება სასამართლო პროცესში დახარჯეს“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, თავდაუზოგავი ბრძოლის შემდეგ, ანჯელინა ჯოლიმ სარჩელი, რომელშიც ბრედ პიტს ძალადობაში ადანაშაულებდა, რამდენიმე თვის წინ უკან გამოიტანა. ანჯელინამ ბრედი ძალადობაში პირველად 2022 წელს დაადანაშაულა, ის აცხადებდა, რომ 2016 წელს, თვითმფრინავით საბედისწერო მგზავრობის დროს, პიტი ერთ ბავშვს ახრჩობდა, მეორეს კი სცემდა. ჯოლის თქმით, ბრედმა ის თმით ითრია და სახით კედელს მიანარცხა. საქმეში მითითებულია, რომ პიტს შელაპარაკების მომენტში ლუდი და წითელი ღვინო ჰქონდა დალეული.
შეგახსენებთ, პლანეტის ყველაზე ლამაზმა წყვილმა, ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა მარადიული ფიცი 2014 წელს, საფრანგეთში მდებარე სასახლეში, „შატო მირაველში“ დადეს და არაერთხელ აღუნიშნავთ ის ფაქტი, რომ სწორედ იქ იყვნენ ყველაზე ბედნიერები.