LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრედი შვილებს მხოლოდ წითელ ხალიჩაზე ხედავს, ანჯელინა კი ამას ექს- მეუღლის გასამწარებლად აკეთებს – „ბრანჯელინას შესახებ უახლესი დეტალები ვრცელდება

343
page

რამდენიმე დღის წინ, ანჯელინა ჯოლი ერთადერთ ბიოლოგიურ ვაჟთან, ნოქსთან ერთად, სამწლიანი პაუზის შემდეგ, საჯაროდ პირველად გამოჩნდა. 49 წლის მსახიობი და მისი 16 წლის შვილი ყოველწლიურ ღონისძიებას Governors Awards დაესწრნენ.

ფოტო/ვიდეო: „ულამაზესი დედა-შვილი“ – ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ერთადერთი ბიოლოგიური ვაჟის უახლესმა ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

ახლა კი ინსაიდერმა გამოცემა Daily Mail-ს ახალი დეტალები გაუმხილა. წყაროს ცნობით, ანჯელინა ყოველივე ამას ექს-მეუღლის გასამწარებლად აკეთებს.

„ბრედი თავის შვილებს მხოლოდ წითელ ხალიჩაზე ხედავს. ამას კი ანჯელინა განგებ, ექს- მეუღლის გასამწარებლად აკეთებს. მით უმეტეს, ახლა, ენჯი გამწარებულია, რადგან ბოლო პროცესი მან წააგო. სულ მალე ექს- წყვილი კიდევ ერთხელ წარდგება სასამართლოს წინაშე“, – აცხადებს წყარო.

მედიის ცნობით, ბრედთან რაიმე ტიპის კომუნიკაციაზე უარი წყვილის ყველა შვილმა განაცხადა, თუმცა 60 წლის ოსკაროსანი მსახიობი მაინც არ ნებდება და იმედოვნებს, რომ მათ შორის კავშირი ადრე თუ გვიან აღდგება. პიტის გარემოცვა შვლებთან ურთიერთობის გაფუჭებაში ანჯელინას ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ მამის წინააღმდეგ სწორედ ის ამხედრებს.

ანჯელინა ჯოლი იძულებულია, ბრედ პიტთან სასამართლო პროცესების გამო, ძვირფასი სამოსი და სამკაულები გაყიდოს – რას ჰყვება ინსაიდერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები