ჰოლივუდის ყველაზე ლამაზ წყვილად წოდებული ვარსკვლავური ტანდემი, ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი ამჯერად მანჰეტენზე გადაიღეს. ისინი ხელიხელჩაკიდებული მიემართებოდნენ. 49 წლის ბრედლის სახეზე ყველა ემოცია ეტყობოდა, მსახიობი აშკარად შეყვარებულია.
ამ დღეს კუპერს ლურჯი მანტო ეცვა, 28 წლის ჯიჯის ლუქი კი თინეიჯერული იყო. მას „მიკი მაუსის“ პრინტიანი ზედა და კრემისფერი შარვალი ამშვენებდა, მის ლუქს კი Miu Miu-ს ჩანთა ასრულებდა, რომლის ღირებულებაც 2850 დოლარია.
„ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი წყვილი“ – ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდის მორიგი გამოჩენა
პირველი საჯარო კოცნა და ბედნიერი სახეები – ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი პაემანზე