„აზროვნების აკადემია“, პროექტ „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციიდან ამონარიდს აქვეყნებს, სადაც მშობლების მიერ შვილების დაცინვის შედეგებზეა საუბარი.
„კონტაქტებისა და ადამიანებთან საუბრის შიში, როგორც პრობლემა იწყება ბავშვობიდან. მაგალითად, როდესაც ბავშვი არავის ეთამაშება, სკოლაში მარტოა და მას არავინ ეთამაშება, არ დადის დაბადების დღეებზე, სულ მშობლის უკან დგას, იკეტება თავის თავში, რამის თქმის ეშინია. რა გგონიათ, რისი ეშინია მას? ალბათ დაცინვის ხომ? აი აქ მინდა გავამახვილო თქვენი ყურადება. როდესაც ჩვენ შვილებს დავცინით, კი ვეხუმრებით და ამას სიყვარულით ვაკეთებთ, მაგრამ მაინც, მას არ ესმის ხუმრობა. მას ეს დაცინვა, როგორც ნამდვილი ისე ესმის. თუ სიცილით ეუბნები, რა მათხოჯი ხარ, რა გაგათხოვებს, ან შენ ხომ კაცი არ ხარ, რას გიგავს ეს ცხვირი, ბავშვი ასეთი რამეებს იღეებს როგორც ნამდვილს. ეს მათ თვითშეფასებაში უკვე კოდირებულია“.