LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც „მოცეკვავე მილიონერის“ ქალიშვილი ხარ – ჯანლუკა ვაკიმ 2 წლის ბლუ იერუსალიმს გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა

431
page

„მოცეკვავე მილიონერის“, ჯანლუკა ვაკისა და მისი მეუღლის, შერონ ფონსეკას ქალიშვილს, ბლუ იერუსალიმს ორი წელი შეუსრულდა.

„ორი წელი შენთან ერთად… ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შენი ოცნების მამა გავხდე“ – ჯანლუკა ვაკი და შერონ ფონსეკა ბლუ იერუსალიმის ამაღელვებელ ვიდეოებს ავრცელებენ

მშობლებმა გოგონას დაუვიწყარი დაბადების დღე გადაუხადეს. წვეულება ღია ცის ქვეშ, გასართობ პარკში, ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში გაიმართა. უმშვენიერეს სუფრაზე ვარდისფერ და იისფერ ფერებში გადაწყვეტილი კერძები და ტკბილეული ეწყო, იქვე ბურთებით სავსე აუზი იყო. დღის ბოლოს კი ორი წლის ბლუ იერუსალიმს მშობლებმა გრანდიოზული ფეიერვერკიც მოუწყვეს.

შთამბეჭდავი ფოტოები და ვიდეოები ჯანლუკამ და შერონმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელეს.

„დაბადების დღეს გილოცავ პრინცესა, დიდი მადლობა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ორი წლისთვის“, – წერს ბედნიერი მამა.

,,მოცეკვავე მილიონერი” ჯანლუკა ვაკი სამაგალითო მამა გახდა – მამა-შვილის თბილი ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

 

View this post on Instagram

 

A post shared by Gianluca Vacchi (@gianlucavacchi)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Sharon Fonseca (@sharfonseca)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები