LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც მოღალატე ქმარს გაექეცი“ – ნატალი პორტმანის უახლესი ფოტოები ნებისმიერი ქალისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა

360
page

„შავი გედის“ ვარსკვლავი, ნატალი პორტმანი ესპანეთის სანაპიროზე გადაიღეს. ის „დიორის“ ახალ სარეკლამო კამპანიაში იღებს მონაწილეობას. საოცრად შთამბეჭდავმა ფოტოებმა მალევე დაიპყრო ინტერნეტსივრცე და უამრავი კომენტარიც დაიმსახურა.

ამ დღეს ნატალი „დიორის“ წითელ ჰაეროვან კაბაში იყო გამოწყობილი და ზღვის ტალღებში ნავარდობდა.

„როდესაც მოღალატე ქმარს გაექეცი“, „ეს ფოტოები ყველა ქალისთვის ინსპირაციის წყაროა“, „ცხოვრება გრძელდება“, ნატალი შეუდარებელი ქალია“, „ბრწყინვალე ხარ ნატალი“, „საუკეთესოს იმსახურებს ეს გოგო“, – არ წყდება კომენტარები.

ნატალი პორტმანმა მეუღლეს ღალატი არ აპატია და დაშორდა – ახალი დეტალები წყვილის შესახებ

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ნატალი პორტმანი და მისი მეუღლე, ბენჯამინ მილპე 11 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ნატალიმ ქმრის ღალატის შესახებ ჯერ კიდევ მარტში შეიტყო, ამ დროის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდა რთული პერიოდის გადალახვას, თუმცა საბოლოოდ მან საყვარელ მამაკაცს ღალატი არ აპატია და მას დაშორდა. ინსაიდერების ცნობით, მილპემ ცოლს 25 წლის ფრანგ აქტივისტთან, კამილ ეტიენთან უღალატა.

ღალატის შემდგომი გარჩევები – პაპარაცებმა აქვითინებული ნატალი პორტმანი გადაიღეს – ახალი დეტალები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები