LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მონიკას ასლია“ – 20 წლის დევა კასელი „დიორის“ ახალ რეკლამაში შეუდარებელია

126
page

მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილი დევა, სულ უფრო და უფრო წარმატებული მოდელი ხდება და მოდის ახალ მწვერვალებს იპყრობს. ამჯერად 20 წლის წარმატებულმა მოდელმა „დიორის“ პარფიუმის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. მას პარტნიორობა ანია ტეილორ ჯოიმ გაუწია.

ახალი ვიდეოსა და ფოტოების გავრცელების შემდეგ, მედიაში არ წყდება კომენტარები.

„მონიკას ასლია“, „სულ უფრო და უფრო ემსგავსება დედას“, „იშვიათი სილამაზე აქვს“.

შევახსენებთ დევას ახალი გულისსწორი ჰყავს. ის 24 წლის იტალიელ მსახიობს, საულ ნანის ხვდება.

დედისგან და მამისგან საუკეთესო აიღო – დევა კასელი გერმანული გამოცემის გარეკანზე ბრწყინავს

დევა კასელის სერიოზული განაცხადი გამჭვირვალე კაბით, „ვოგის“ საიუბილეო ნომერში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები