ცნობილი გინეკოლოგი, მადონა ჯუღელი მენოპაუზის 5 უცნობი და ფარული მიზეზის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვიზიარებს:
„მენოპაუზის ყველაზე უცნაური და ამავდოულად უცნობი მიზეზებია:
პირის ღრუში ესტროგენის დეფიციტი იწვევს კარიესს, ღრძილების მგრძნობელობას, პირის სიმშრალეს და ანთებას. როდესაც მსგავს სიმპტომებს თქვენ ხედავთ, იცოდეთ, რომ ეს ესტროგენის, ანუ ჰორმონების დეფიციტის ბრალია.
ყური – ჩვენი სმენა – როდესაც ესტროგენი იკლებს, შეიძლება დაიწყოს ტინიტუსი ანუ ყურში ზუზუნი, ხმაურზე ზედმეტად მგრძნობელობა და გარკვეული სიტყვების გარჩევის შეუძლებლობა. როდესაც მსგავსი პრობლემები იწყება, თქვენ არ გეჩვენებათ, აქაც ესტროგენი არის დამნაშავე.
წონასწორობა და კოორდინაცია – მეტად ვეცემით, გვაქვს გარკვეული ტიპის თავბრუსხვევა და კოორდინაციას ვეღარ ვიცავთ, შესაბამისად ესტროგენი გავლენას ახდენს იმ ჩვენს ბალანსზე, რომელიც გვჭირდება, რომ მყარად ვიაროთ ფეხზე, შესაბამისად მივაქციოთ ამასაც ყურადღება.
კოფეინი – როდესაც ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ყავას, აღმოჩნდება, რომ ესტროგენის დეფიციტის დროს, სამწუხაროდ ღვიძლი უფრო ნელა ახდენს მის მეტაბოლიზმს, ანუ დაშლას, შესაბამისად ხანდახან საღამოს მიღებული ყავა შეიძლება ღამის გათენების მიზეზიც კი იყოს, ესეც მნიშვნელოვანია.
კანი – პირველი გვიყვება ესტროგენის დეფიციტის შესახებ და როგორ? – მისი სტრუქტურა უფრო თხელია და როდესაც ქალბატონები იკეთებენ კოსმეტიკურ პროცედურებს, რომელსაც ჰქვია ინექციები ან სხვადასხვა აპარატურული ტექნოლოგიები იცოდეთ, რომ შესაძლებელია სისხლჩაქცევები, გარკვეული ტრავმები, უფრო ხანგრძლივად რჩება და დიდხანს სჭირდება მას რეგენერაცია. ასე რომ ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ, როდესაც სადმე მიდიხართ, ესტროგენის დეფიციტს ეს გავლენა აქვს…“ – ამბობს მადონა ჯუღელი.
