LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც „ნაცმოძრაობას“ „ევროპული საქართველო“ გამოეყო, ეს სამართლიანი ქმედება იყო და ჩვენი უსამართლოა? – ფრიდონ ინჯია

119
BeFunky-collage (18)

“პატრიოტთა ალიანსის” სიით შესული დეპუტატები ახალ პარტიას ქმნიან. “ევროპელი სოციალისტების” სადამფუძნებლო ყრილობა დღეს გაიმართება. პარტიაში აანონსებენ, რომ ისინი “ქართულ ოცნებას” ძლიერ ოპონირებას გაუწევენ. “ევროპელი სოციალისტების” პარლამენტში შესვლას ოპოზიციის სახელით, სხვა ოპოზიციის წარმომადგენლები არასერიოზულს უწოდებენ.

მაგალითად, ჟურნალისტებთან საუბრისას „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ევროპელი სოციალისტების“ დღეს დაგეგმილ სადამფუძნებლო ყრილობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „არ შევაფასებ საერთოდ მაგ ხალხს, ამ ხალხის შესვლა პარლამენტში არის ერთპარტიულობის დადასტურება“.

გიგა ბოკერიას ამ განცხადებას  საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ფრიდონ ინჯია ეხმიანება.

„მოსწონს ეს გიგა ბოკერიას თუ არა, პარლამენტში უკვე პირველი ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ვართ.სხვათა შორის, შევახსენებ მას, რომ ასეთი გადაწყვეტილებები წინა მოწვევის პარლამენტშიც მიიღო ოპოზიციამ, როდესაც „ნაცმოძრაობას“ „ევროპული საქართველო“ გამოეყო და ახალი პარტია შექმნა.

ის მოქმედება სამართლიანი იყო და ჩვენი უსამართლოა? ეს არის მისი მხრიდან ორმაგი სტანდარტით მიდგომა საკითხის მიმართ.“– განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ქვეყნის მართვა ოპონირების გარეშე – კომიტეტმა გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g