LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს მიათრევს რუსეთისკენ, საინტერესოა, რა გახდა ასეთი, რომ ვერ „მიათრია“? ეტყობა გზა აგვერია..“ – სოზარ სუბარი

197
BeFunky-collage

„გადაფარებულები ვიყავით და ვამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის „ეფ ეს ბეს“ რეზიდენტი, არ არის რუსეთის აგენტი, არ არის პუტინისტი და დღეს, ზუსტად იმავეს, რასაც ამბობდა რადიკალური ოპოზიცია მასზე, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად იყენებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

პრეზიდენტზე საუბრისას, მანვე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ოპოზიციის იმედით არღვევდა.

„ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის – როცა ამოეწურება ვადა, მაშინვე შეიძლება მოხდეს სისხლისსამართლებრივი საქმის წამოწყება“ – კობახიძე 

„პოლიტიკური იმპიჩმენტი რომ ვერ განხორციელდებოდა, ანუ პროცესი რომ ბოლომდე ვერ მივიდოდა, ეს თავიდანვე ვიცოდით იმიტომ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამბობდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის რუსეთის აგენტი, „ეფ ეს ბეს“ რეზიდენტი, პუტინისტი და ბუნებრივია, ახლა აღარ გავიმეორებ იმ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რასაც მასზე ამბობდნენ, ამ ადამიანებმა დღეს მხარი დაუჭირეს სალომე ზურაბიშვილს. თუმცა მათი ლიდერი (რადიკალური ოპოზიციის ლიდერი), მიხეილ სააკაშვილი ციხის საკნიდან (თუ სადაც არის, იქიდან) წერილებს აგზავნიდა და ამბობდა, რომ ეს არის შეთანხმებული თამაში „ქართულ ოცნებასთან“ და სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ მოიხსენიებდა ძალიან უხეში სიტყვებით, როგორც თავის დროზე, მოღალატეს უწოდებდა..

„არც ქარიზმა აქვს, არც მაინც და მაინც პოპულარობა.. გუშინდელი დღიდან რჩება მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად“ – კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე 

თუ ამაში დარწმუნებულები იყვნენ, მაშინ რა თქმა უნდა, ხმა უნდა მიეცათ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული მოთამაშის იმპიჩმენტისთვის. რადგან ეს არ გააკეთეს, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ასე უტიფრად, უხეშად და მრავალგზის არღვევდა სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით. მან ზუსტად იცოდა, რომ ისინი ხმას არ მისცემდნენ მის იმპიჩმენტს. ეს პროცესი – საქართველოს კონსტიტუციის ასეთი უხეში დარღვევა მან დაიწყო შარშან, თებერვლის შემდეგ, როდესაც ის პრაქტიკულად, გახდა იარაღი გლობალური ომის პარტიის ხელში.

„თურმე გეწყინათ, რომ პატარა კაცები გიწოდეთ, დაელოდეთ, როგორ შეგამკობენ თქვენი შვილები“ – სალომე ზურაბიშვილი

როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს მიათრევს რუსეთისკენ, საინტერესოა, რა გახდა ასეთი, რომ ვერ „მიათრია“? ეტყობა გზა აგვერია და იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთისკენ წაგვეყვანა, უცებ მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან; უცებ მივიღეთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან; უცებ წარვადგინეთ კანდიდატის სტატუსზე განაცხადი და გავატარეთ რეფორმები, რომლითაც საქართველო ყველაზე მეტად თავსებადია ევროკავშირის კრიტერიუმებთან, არა მხოლოდ იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, რომლებმაც ახლახან მიიღეს კანდიდატის სტატუსი (მოლდოვას და უკრაინას ვგულისხმობ), არამედ ბევრ იმ ქვეყანასთან შედარებითაც, რომლებმაც მრავალი წლის წინ მიიღეს კანდიდატის სტატუსი და დღესაც იმ კანდიდატის სტატუსში არიან გაჩხერილები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

magti 5g