LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის – როცა ამოეწურება ვადა, მაშინვე შეიძლება მოხდეს სისხლისსამართლებრივი საქმის წამოწყება“ – კობახიძე 

232
Untitled design (5)

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლოა, პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება დაიწყოს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ვიზიტებსა და ვიზიტების ხარჯებზე საუბრის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის ეშინია.

„არც ქარიზმა აქვს, არც მაინც და მაინც პოპულარობა.. გუშინდელი დღიდან რჩება მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად“ – კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე 

„საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, პრეზიდენტი არის ხელშეუვალი. რატომ არ აფინანსებდა ის ვიზიტებს ბიუჯეტიდან? მას ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის. შეიძლება ამ წლის განმავლობაში, მის მიმართ ვერ აღიძრას საქმე, მაგრამ როგორც კი ამოეწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, მაშინვე შეიძლება მოხდეს ასეთი სისხლის სამართლებრივი საქმის წამოწყება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გასწევდა ხარჯებს ვიზიტების დასაფინანსებლად. თუ კვლავ წავიდა ვიზიტით, საკუთარი ხარჯებით, ეს იქნება კონსტიტუციის მორიგი უხეში დარღვევა.

კონსტიტუციაში წერია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაც ისჯება კანონით და კანონში არსებითად იგულისხმება სისხლის სამართლის კანონიც. რაც შეეხება კვალიფიკაციის მინიჭებას კონკრეტული ქმედებისთვის, ეს არის პროკურატურის საქმე“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g