LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ქვეყანაში შეზღუდვები დაწესდა, არავის უთქვამს, რომ ის მყისიერ შედეგს მოიტანს: გამყრელიძე

105
ამირან გამყრელიძე0333

ვირუსის შეკავება ერთ და ორ დღეში ვერ მოხდება. მის შეკავებას სჭირდება სახელმწიფოს, ექიმების და მოსახლეობის სინქრონიზირებული მუშაობა.  ამის შესახებ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.

”როდესაც ქვეყანაში შეზღუდვები წესდებოდა, არავის უთქვამს, რომ შეზღუდვები მოიტანს მყისიერ შედეგს. მთავარი მიზანი იყო, რომ სერიოზული ზრდა აღარ გვქონოდა. თუ აკვირდებით, ნახტომისებური ზრდა არ გვაქვს. თანაც გაინტენსივებული ტესტირების ფონზე. მანამდე გვქონდა, 10-12 ათასი ტესტირება. დღეს გვაქვს დაახლოებით 20 000”. – განაცხადა გამყრელიძემ.

დაწესებული შეზღუდვები უკვე იძლევა ეფექტს-კოვიდდადებითი მაჩვენებელებლები მცირდება: გამყრელიძე

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო აკვირდება ეპიდსიტუაციას 24 დეკემბრამდე  და საერთო ანალიზის მიხედვით  იქნება გადაწყვეტილება მიღებული, გაგრძელდება თუ არა შეზღუდვები.

”გასათვალისწინებელია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა. შემდეგ, ხდება დაბალანსებული გადაწყვეტილების გამოტანა. ერთი მხრივ, რომ არ გაუარესდეს ქვეყანაში ეპიდსიტუაცია და მოსახლეობის ჯანმრთელობა ხოლო, მეორე მხრივ, რომ იყოს შექმნილი შესაბამისი დოვლათი და ადამიანებს ჰქონდეთ შემოსავალი”. – განაცხადა, გამყრელიძემ.

ვირუსი შეკავებული გვაქვს, შედეგი არის ის, რომ შეზღუდვებიდან ორი კვირის თავზე მატება არ გვქონია: იმნაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g