LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდიდან ამოქმედდება საქართველოში დიფერენცირებული ტარიფები

120
hghghg

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემაში “დღის თემა” ტარიფებთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც სემეკის თავმჯდომარე განმარტავს, მას შემდეგ რაც საქართველოში 1-ელი ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება, იგეგმება დიფერენცირებული ტარიფების შემოღება.

„ის რეფორმები, რომლებიც ტარდება ქვეყანაში სწორედ ევროპულ მეთოდს ეფუძნება, აქედან გამომდინარე, როცა ბირჟა ამოქმედდება, ბირჟაზე სხვადასხვა დროს იქნება ენერგიის სხვადსხვა ფასები. ზაფხულში იქნება ენერგია უფრო იაფი იმიტომ, რომ ჩვენი ჰიდრორესურსებიდან გამომდინარე, მეტი ენერგია მოგვდის ზაფხულში, ზამთარში შედარებით ნაკლები, ამიტომ უფრო ძვირი იქნება. თუმცა, განიხილება მეორე ტიპის სპეციფიკაც, დღის განმავლობაში შეიძლება ცოტა უფრო ძვირი იყოს ენერგია და ღამის განმავლობაში უფრო იაფი, რადგან ღამით ენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე დღის განმავლობაში.ზოგიერთი ორგანიზაციისთვის შესაძლოა ღამის ცვლაში მუშაობა უფრო მეტად საინტერესო და მომგებიანიც აღმოჩნდეს.
ამასთან, ბირჟა შესაძლებლობას მისცემს მსხვილ მომხმარებლებს, რომ ენერგია იყიდონ საათობრივადაც. სხვადასხვა საათებში შესაძლოა განსხვავებული ფასები იყოს, შეეძლებათ ასევე, რომ წინა დღეს იყიდონ მომდევნო დღისთვის, ე.წ დღეღამური რეჟიმით და ასევე შეეძლებათ თუ დააკლდებათ ენერგია იყიდონ საათობრივადაც.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g