LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდიდან გაიხსნება ევროკავშირი აცრილი ტურისტებისთვის

40
19virus-eu-travel01-videoSixteenByNine3000

2022 წლის პირველი მარტიდან, ყველა ადამიანი ვინც კორონავირუსი გადაიტანა ან ვაქცინაციის სრული კურსი აქვს გავლილი – ევროპაში გადაადგილებას შეძლებს. ბუნებრივია, საუბარია იმ სახელმწიფოების მოქალაქეებზე, რომლებიც ევროკავშირის საზღვრებში არ არიან მოქცეული.

ევროპის გახსნის თარიღი ევროკომისიამ დაასახელა. მარტიდან საზღვრის კვეთის წესი არა გამომგზავრების ქვეყანაზე, არამედ თავად მოგზაურის სტატუსზე იქნება დამოკიდებული.

ევროკომისიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ იმ ტურისტებმა ვინც Covid-19 გადაიტანა, ევროპული სერტიფიკატი, ან მისი ძალის მქონე დოკუმენტი უნდა წარადგინონ.

რაც შეეხება ვაქცინაციის სერტიფიკატს, ევროპას მისი მოქმედების ვადის 9 თვით განსაზღვრა სურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები