LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის აღდგება თბილისში წყალმომარაგება სრულად – „ჯივიპი“ განცხადებას ავრცელებს

326
თბილისის წყალმომარაგება

თბილისის წყალმომარაგება სრულად სამშაბათს, 25 ივნისს აღდგება.

„ჯივიპის“ ინფორმაციით, წიწამურთან აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

მიმდინარეობს მაგისტრალური მილის გამოთავისუფლება მიწის საფარისგან, სამუშაოების დასრულება 5 დღეშია დაგეგმილი.

„სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან 24 საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.

მაგისტრალურ მილსადენამდე მისასვლელად სამუშაოების შედეგად, დღემდე 10,000 – ობით კუბური მეტრი გრუნტი დამუშავდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მაგისტრალური მილის გამოთავისუფლება მიწის საფარისგან. გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ტერიტორია მეწყერულია მილისადენის გრუნტისგან გამოთავისუფლების შემდეგ, უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით, გატარდება საჭირო ღონისძიებები და მოეწყობა სამუშაო არეალი მილზე არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად.

რაც შეეხება უშუალოდ მაგისტრალურ მილსადენზე ჩასატარებელ სამუშაოებს, დაზიანებული მონაკვეთის ჩაჭრის შემდეგ მოხდება მაგისტრალური ქსელის სკანირება გადაბმის ადგილების შემოწმების მიზნით. ქსელის დიაგონისტირების დასრულებისთანავე დაიწყება დაზიანებული მონაკვეთის ამოცვლითი სამუშაოები“, – აღნიშნულია „ჯივიპის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ მაგისტრალური მილსადენი ოთხი დღის წინ დაზიანდა, რის გამოც დედაქალაქის ნაწილს წყალი ამ დრომდე გრაფიკით მიეწოდება.

აღდგენით სამუშაოებს კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება. მილსადენის დაზიანების ფაქტზე კი დაწყებულია გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g