ამერიკელმა მკვლევარებმა ჩაატარეს გამოკითხვა, რათა პასუხი გაეცათ მარადიულ კითხვაზე – რომელ ასაკშია ქალი ყველაზე სექსუალური?
პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევის შედეგად, რომელშიც 500-ზე მეტი ქალი მონაწილეობდა, დადგინდა, რომ საშუალო ასაკის ქალი ურთიერთობისგან ყველაზე დიდ სიამოვნებას ღებულობს და ეს მის ვიზუალზეც აისახება.
კვლევის ავტორმა, ექიმმა ჰოლი ტომასმა განაცხადა, რომ რაც უფრო დრო გადის, ქალი უკეთ სწავლოს საკუთარ სხეულს, შესაბამისად ამ პერიოდში ისინი თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ, იციან სუსტი და ძლიერი მხარეები და საკუთარ შესაძლებლობებშიც უფრო მეტად დარწმუნებულები არიან.