LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დაერქმევა აფხაზეთის პირველ საჯარო სკოლას გიგა ოთხოზორიას სახელი

259
77309861-550928268788811-6981401015308255232-n

მიმდინარე წლის დასაწყისში აფხაზეთის ა/რ განათლების მთავრობის ინიციატივით მომზადდა დოკუმენტი, რომელიც ითხოვდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლისთვის მიენიჭებინათ გიგა ოთხოზორიას სახელი. აღნიშნული დოკუმენტი გადაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს, სადაც მოხდა საკითხის შემუშავება, დადასტურება, აუცილებელი პროცედურების გათვალისწინება და ოქმის მომზადება, რომელიც განსახილვევად ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცა.

 

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში არსებული  შესაბამისი კომისის მიერ საკითხის განხილვის შემდეგ, საკრებულოს სხდომაზე მოხდა განხილვა. „ფორტუნასთან“ სატელეფონო საუბარში საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განმარტა, ინიციატივით მათ მიმართა სკოლის დირექციამ. საკითხი სხდომაზე განიხილეს და ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ აფხაზეთის პირველ საჯარო სკოლას მიეცეს თანხმობა მიენიჭოს გიგა ოთხოზორიას სახელი.

სალომე ზურაბიშვილმა გიგა ოთხოზორია, სიკვდილის შემდეგ, სამოქალაქო თავდადებისთვის მედლით დააჯილდოვა

ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ დადასტურებული ოქმი დაუბრუნდა აღნიშნულ სკოლას მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში და როგორც საკრებულოში გვითხრეს, შემდგომი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო სკოლის მიერ დოკუმენტის საქართველოს განათლების სამინისტროში გაგზავნა.

აფხაზეთის პირველი სკოლის დამფუძვნებელი და მისი პირველი დირექტორი რამინ საჯაია, რომელიც ამჟამად აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელია სამეგრელოს რეგიონში, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ დევნილი მთავრობა აქტიურად იყო ჩართული საკითხში და სწორედ მათ ეკუთვნით ინიციატივა გიგა ოთხოზორიას მშობლიური სკოლისთვის მიენიჭებინათ მისივე სახელი. საჯაიას თქმით, სკოლა, სადაც საქართველოს გმირი სწავლობდა, სიმბოლური იქნება დაერქვას გიგას სახელი, რომ მომავალმა თაობებმა იცოდნენ იმ ადამიანების შესახებ, ვინც საქართველოს ისტორიას წერენ. მისივე განმარტებით, ეს არის აფხაზეთის მთავრობის ერთიანი გადაწყვეტილება, თუმცა პრეროგატივა მაინც საქართველოს განათლების სამინისტროს ეკუთვნის, ამიტომ აღნიშნულმა სკოლამ, ადგილობრივი საკრებულოს მიერ უკვე მომზადებული ოქმი თბილისში გადააგზავნა.

საქართველოს განათლების სამინისტროში საკითხზე ინფორმაცია ვარ გავარკვიეთ, თუმცა აფხაზეთის სკოლაში მათ მიერ გაგზავნილ თხოვნაზე პასუხს, ყოველდღე ელოდებიან.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, ხურჩა ნაბაკევის საზღვარზე, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზმა მესაზღვრეებმა მოკლეს. საკონტროლო გასროლა რაშიდ კანჯი-ოღლიმ განახორციელა. მიუხედავად არსებული ვიდეომასალისა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან იყო ამოღებული და თვითმხილველების ჩვენებებისა, საქართველოს მხარემ ვერ მოახერხა მკვლელების დასჯა. საქართველოს მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთში, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე არც ერთი პირი არ დასჯილა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანჯი-ოღლი დააწინაურეს კიდეც, თუმცა აფხაზურმა მხარემ ინფორმაცია მოგვიანებით უარყო.

გიგა ოთხოზორიას მამა გარდაიცვალა – “ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მისი შვილის მკვლელები ჯერ ისევ დაუსჯელები არიან”

 

mazda magti 5g