LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დაიწყება ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა?

252

ხაშურის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელება, სავარაუდოდ, 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ამის შესახებ ”ფორტუნას” საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.

ამ დროისთვის დეტალური პროექტი უკვე მზად არის, მანამდე კი ეკონომიკური კვლევი ჩატარდა. ”ხაშურის შემოვლითი გზის პროეტის განხორციელება, იგივე ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა, მას შემდეგ დაიწყება, რაც ტენდერი გამოცხადდება. ეს კი 2016 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. სავარაუდოდ, გამარჯვებული კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ამავე წლის გაზაფხულზე დაიწყებს,”- განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მსოფლიო ბანკმა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების მეხუთე პროექტისთვის 140 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ხაშურის შემოვლითი გზა სწორედ ამ პროექტის ფარგლებში აშენდება.