LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დაიწყება თბილისის ანძის რეაბილიტაცია – ვიცემერის პასუხი

83
თბილისის ანძა

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერია უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას და თუ პირობებზე შეთანხმება მოხერხდება, თბილისის ანძის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყება.

„თბილისის ანძის პროექტს რაც შეეხება, ეს არის ატრაქციის და ვიზიტორების ცენტრების მოწყობა. დაახლოებით 1 წლის წინ მოხდა ინტერესთა გამოხატვის დასრულება და გამარჯვებულ კომპანიასთან დაიდო ხელშეკრულება, რომელმაც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაასრულა და წარმოადგინა წინადადება. მერია უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას და დაიწყება პროექტის განხორციელება, თუ პირობებზე შევთანხმდებით“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ bm.ge-ს კითხვის პასუხად.

ცნობისთვის, თბილისის ისტორიული ანძის მოდერნიზების შესახებ კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა. მომზადდა განვითარების კონცეფციაც, თუმცა ბიზნესის ყურადღება პროექტმა მხოლოდ 2021 წელს მიიქცია. როგორც ჩანს 3 წლის განმავლობაში კერძო სექტორს ანძის განახლების იდეა არ ხიბლავდა. 2021 წელს გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით კი შეირჩა კომპანია, რომელმაც თბილისის ანძა ტურისტულად უნდა დატვირთოს. კომპანია KASS GROUP-ს ადგილზე 4 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს. ამის შემდეგ კი KASS GROUP-ის თბილისის ანძაზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა 28-წლიან მართვაში გადაეცემა.

წყარო: BM.GE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g