გასულ კვირას, ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის განშორების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოება საოცრად გააოცა. ვენსანმა „ინსტაგრამზე“ მეუღლის ყველა ფოტო წაშალა. მედია განშორების მიზეზად კასელის მხრიდან ღალატზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მას რომანი 42 წლის მსახიობთან ევა გრინთან აქვს.
56 წლის ვენსანმა სოციალურ ქსელში უმშვენიერეს ევასთან გადაღებული ფოტო, ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში გაავრცელა, თუმცა ის ყურადღების მიღმა დარჩა, რადგან ტაბლოიდებისთვის კარგად იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ მაშინ ისინი ახალ სერიალზე „კავშირზე“ მუშაობდნენ.
განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ვენსანის მიერ „ინსტაგრამზე“ განთავსებულმა ფოტომ წითელი ხალიჩიდან. ეს მოხდა გასულ თვეს. ვენსანი და ევა ჩახუტებულები პოზირებდნენ.
მედიის ვარაუდით, მათი რომანი გასულ წელს, სწორედ გადასაღებ მოედანზე დაიწყო.
„როცა იცი, რომ უკვე დროა..“ – ტინა კუნაკისთან განშორების შემდეგ, ვენსან კასელი ფოტოებს ავრცელებს