LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დასრულდება რეგიონში ენერგიკრიზისი: „ენგურჰესი“ განმარტებას აკეთებს

89
dji-0062-5

შპს “ენგურჰესი” ოფიციალურ გვერდზე, ბოლო პერიოდში შექმნილი ელექტროკრიზისის გამო, განმარტებას აკეთებს. ადმინისტრაციის განცხადებით, საკითხზე საზოგადოებაში არსებობს მაღალი ინტერესი, რომელსაც კონკრეტული პასუხები სჭირდება.

“დღევანდელი მდგომარეობით, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე 439 მეტრს შეადგენს. შესაბამისად, დარჩენილი რესურსისა და მდინარის შემოდინების გათვალისწინებით, ენგურჰესი და ვარდნილჰესი აფხაზეთის მოხმარების სრულ დაფარვას ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ, აფხაზურმა მხარემ ელექტროენერგიის შეზუდვა დაიწყო და 4-საათიანი მარაოსებრი გრაფიკი დააწესა”, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება წყალსაცავში არსებულ წყლის დონეს, აქვე განმარტებულია, რომ მან მინიმალურ დონეს  უკვე მიაღწია.

“ენგურჰესის წყალსაცავში წყლის მინიმალური დონე 420 მეტრია. როდესაც წყალი ამ ნიშნულს მიუახლოვდება, ჰესის მუშაობა შეიზღუდება, რაც დღე-ღამეში, შემოდინების შესაბამისად, მხოლოდ რამდენიმესაათიან დატვირთვას გულისხმობს”, – წერია განმარტებაში, რომელიც “ენგურჰესმა” გაავრცელა.

აფხაზეთი ელექტროენერგიით კვლავ „ენგურჰესიდან“ მომარაგდება

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთი, 27 იანვრიდან, ელექტოენერგიის გრაფიკულ მიწოდებაზე გადავიდა. დე ფაქტო მთავრობის განცხადებით, რომელიც ადგილობრივ მედიაში გავრცელდა, ნათქვამია, რომ აფხაზეთის მოსახლეობას ელექტროენერგია 4 საათის შუალედით მიეწოდება, რაც ადგილობრივების უკმაყოფილების მიზეზი ხდება. აქვე განმარტებულია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობა, მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა შედეგი ამ დრომდე მიღწეული არ არის. აფხაზური მედიის ცნობით, გარკვეული არ არის თუ როდის დასრულდება რეგიონში ენერგიკრიზისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g