LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დათბება საქართველოში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

292
ამინდის პროგნოზი

23 მარტის დღის პირველ ნახევრამდე, საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება – ამის შესახებ „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

დოდო გვაზავას განცხადებით, 24 მარტიდან ქვეყნის უმეტეს რეგიონში დათბება, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 26-27 მარტიდან, +28 გრადუსია მოსალოდნელი.

„მთაში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. დაბალი ტემპერატურა [+10 გრადუსს ქვემოთ] 23 მარტის დღის პირველ ნახევრამდე შენარჩუნდება.

23 მარტის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის უმეტეს რაიონში ნალექები შეწყდება.

24 მარტიდან დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +18 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 25-26 მარტიდან დათბება.

26-27 მარტს, შესაძლებელია მაქსიმალური ტემპერატურა +26+28 გრადუსი დაფიქსირდეს“, – განუცხადა მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა „ფორტუნას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g