LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დატოვებს რურუა საპატიმროს – პრეზიდენტმა ბრძანება მიმდინარე კვირაში უნდა გამოსცეს

87
121212

როდის დატოვებს საპატიმროს გიორგი რურუა, – კონკრეტული თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტს ხელი ერთი კვირის ვადაში უნდა მოაწეროს. სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ულტიმატუმი ოპოზიციის მხრიდან უკვე შესრულებულია. პარტიებმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შესაბამისად რურუას გათავისუფლებაზე ახლა ჯერი პრეზიდენტისაა.

უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმების დროს იყო მიღებული, თუმცა ამის მიუხედავად ხელისუფლებამ რურუა პატიმრობაში დატოვა.

დოკუმენტზე ხელმომწერები არიან : “გირჩი, “გირჩი მეტი თავისუფლება”, “მოქალაქეები”, “ლელო”, “რესბუბლიკელები”, “ქართული ოცნება” და ინდივიდუალურად – დავით ბაქრაძე და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი.

შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”.

magti 5g