LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დაუბრუნდება ლარი 2-იან ნიშნულს?

74

ეროვნული ვალუტის დასტაბილურება დამოკიდებულია მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასა და ბიზნესის წახალისებაზე, ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, მიხეილ დუნდუამ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გამყარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეროვნული ბანკის სტრატეგიაც, თუმცა, გარე ფაქტორების გამო, როგორიც არის, მაგალითად, ბრიუსელში განვითარებული მოვლენები, შესაძლოა, ლარი მცირედით გაუფასურდეს და სწორედ ამას უკავშირდება, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ეროვნული ვალუტის მცირედით გაუფასურება.

”საშუალოვადიან პერსპექტივაში, ლარის კურსის კიდევ უფრო გამყარება შესაძლებელია. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, ასევე ბიზნესის წახალისება და მეტი ინვესტიციის შემოდინება. ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ლარის კურსი, საშუალოვადიან პერიოდში, შესაძლოა, 2.0-სა და  2.20-ს შორის გამყარდეს” – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g